ავტორიზაცია
    ამანათის შეკვეთის ნომერი
    პროფაილი

    მომხმარებელი *
    ელ. ფოსტა *
    სახელი *
    გვარი *
    პირადი ნომერი *
    მობილური (5xxxxxxxx) *
    მისამართი (ქუჩის №, სადაბაზოს №, სართული, ბინის №) *
    პაროლი (მინ. 5 სიმბოლო) *
    გაიმეორეთ პაროლი *
    უსაფრთხოების კოდი *
     ტრანსპორტირების ღირებულება, გზავნილის წონის დამრგვალება და გადახდა

    1.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება გზავნილის საერთო წონის მიხედვით, მისი რეალური და მოცულობითი წონის გათვალისწინებით. თუ მოცულობითი წონა აჭარბებს რეალურს, მაშინ ტრანსპორტირების გადასახადი დაითვლება მოცულობითი წონიდან.

    1.2 მოცულობითი წონა გამოითვლება შემდეგნაირად: გზავნილის სიგრძე, სიგანე და სიმაღლე გადამრავლდება და გაიყოგა 4000-ზე. 

    1.3 ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს £7,50 ფუნტ სტრელინგს 1კგ-ზე.  

    1.4 კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯებს იხდით შეტყობინების შემდეგ რომ ამანათი გამოგზავნილია (2 დღის მანძილზე ვიდრე ამანათი შემოვა საქართველოში).

     



    გზავნილის მოცულობის შემცირება

    2.1 გზავნილის მოცულობის შემცირება ნიშნავს შეფუთვის სიცარიელის მინიმუმზე დაყვანას, ჩვენ ვახდენთ ამანათების ავტომატურად გადაფუთვას პარკებში, ზომების შემცირების მიზნით. 

    2.2 ელექტრო ტექნიკის, ადვილად მსხვრევადი პროდუქციის და კლასიკური ფეხსაცმლის ყუთების ზომაში შემცირება უსაფრთხოების მიზნით არ ხდება

     



    კურიერის მომსახურება


    3.1საკურიერო მომსახურებას საქართველოს მაშტაბით  განახორციელებს, UPS-ის ავტორიზებული კონტრაქტორი კომპანია საქართველოში - შპს „მერიდიან ექსპრესი", რომელიც აღნიშნულ პროცედურების შესრულებას უზრუნველყოფს UPS-ის და მისი წესების და პირობების შესაბამისად.  

    3.2 ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი. 

    3.3 გზავნილის მესამე პირზე გადაცემა მოხდება მხოლოდ თქვენი თანხმობით.

    3.4 მომხმარებლის მისამართზე, კურიერი გზავნილს უტოვებს მისამართზე მყოფ ნებისმიერ სრულწლოვან პირს. (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აუცილებელია.)

    3.5 კურიერი  გზავნილების დარიგებას იწყებს საბაჟო პროცედურების დამთავრების შემდეგ იმავე დღეს,  პირველ ჯერზე თუ ვერ მოხდა გზავნილის გადაცემა, კურიერი მომდევნო სამუშაო დღეებში ორჯერ ეცდება ამანათის იგივე მისამართზე მიტანას, ასევე მომხმარებელს შეუძლია შეცვალოს  მისამართი (დროულად გზავნილის თბილისში ჩამოსვლამდე) თუ მომხმარებელი მისამართს შეცვლის დაგვიანებით მაშინ გზავნილის ჩაბარება მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს, კურიერი ერთიდაიგივე ამანათს ერთ დღეში ორ სხვადასხვა მისამართზე მიტანის ვერ შეასრულებს.  




     დაზღვევა და დაზღვევის პირობები

    4.1 თქვენი ამანათი დაზღვეულია და ითვალისწინებს ერთ ამანათზე £50 სტერლინგამდე ღირებულების დაზღვევას, სხვა შემთხვევაში გზავნილის დასაზღვევად საჭიროა წინასწარ გვაცნობოთ. 
    4.2 მომხმარებლის მიერ გამოგზავნილი ამანათი ავტომატურად დაზღვეულია 4.1 პუნქტის მიხედვით, 
    4.3 დაზღვევა ითვალისწინებს დაკარგვის შემთხვევაში საქონლის ღირებულების სრულად ანაზღაურებას 
    4.4 მოცულობის შემცირების სერვისი დაზღვეულ გზავნილზე არ განხორციელდება და გზავნილი გადაიგზავნება ორიგინალი შეფუთვით. 
    4.5 სადაზღვევო თანხა ანაზღაურდება განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისი მოკვლევისა და დასკვნის შემდეგ
    4.6 £50 ზე მეტად ღირებული ამანათის დაზღვევის სადაზღვევო ღირებულება მომხმარებლისგან უნდა დაიფაროს ამანათის მიღებამდე მომსახურების ღირებულებასთან ერთად. (1.5
    პუნქტის მიხედვით)



     დეკლარირება, გადაფუთვა, განბაჟება

    5.1 გზავნილი, რომლის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ექვემდებარება განბაჟებას. მომხმარებელი ვალდებულია განახორციელოს  GBEXPRESS-ის მიერ მითითებული ინსტრუქციის მიხედვით .მოახდინოს  ყოველი გზავნილის  დეკლარირება, ხოლო გზავნილი დეკლარირების გარეშე დარჩება (ინგლისის)  საწყობში, სანამ არ მოხდება მათი სრული დეკლარირება.

    5.2 მომხმარებლის მიერ აკრძალული საქონლის გადაგზავნის შემთხვევაში, კომპანია GBEXPRESS პასუხს არ აგებს საბაჟო სამსახურის მიერ განხორციელებულ შესაბამის ქმედებებზე, 

    5.3 გადაფუთვას არ ექვემდაბერა ელექტრონული და მსხვრევადი პროდუქცია.

     



    შეკვეთის პირობები 


    6.1 თქვენს მიერ შეცდომით გამოწერილ ამანათებზე კომპანია GBEXPRESS პასუხისმგებლობას არ იღებს და ასეთი ამანათების უკან გაგზავნა ფასიანია, რომელიც განისაზღვრება  UPS ტარიფებით. 

    6.2 მომხმარებლის მიერ დაშვებულ შეცდომაზე, არასწორად შეძენის ან ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევაში კომპანია GBEXPRESS პასუხს არ აგებს 
    6.3 ამანათის ტრანსპორტირების გადასახადს იხდით როდესაც ჩვენს საწყობში (ლონდონში) შემოვა თქვენი ამანათი (პუნქტი 1.4) ან შეტყობინებიდან არაუგვიანეს 2 დღის განმავლობაში, ვიდრე ამანათი საქართველოში შემოვა

    6.4 გზავნილის ჩაბარების  შემდეგ  კომპანია  GBEXPRESS  ამანათზე პასუხს  არ  აგებს.

    6.5 შესრულებული შეკვეთის მომხმარებლის მხრიდან გაუქმების მოთხოვნის შემთხვევაში, (ვიდრე გზავნილი დატოვებს ინგლისის საწყობს) მომხმარებელს უბრუნდება მხოლოდ პროდუქციის თანხა გზავნილის მაღაზიაში დაბრუნების შემდეგ, ხოლო გზავნილის დაბრუნება ფასიანია და განისაზღვრება ამანათის მოცულობის მიხედვით.



     

    საქონლის საიმპორტო შეზღუდვები

    7.1 პროდუქცია,რომლის იმპორტი საქართველოში შეზღუდულია.
    ასეთ პროდუქციას განეკუთვნება: ბიო არომატიზატორები, საღებავი. ალკოჰოლური სასმელები. საკვები პროდუქცია, ფეთქებადი ნივთიერებები ან პროდუქცია. პორნოგრაფიული სახის პროდუქცია. ცხოველები, მცენარეები, თევზები. ჩიტები, მღრღნელები და ა.შ. ტოქსიკური ნივთიერებები. ცეცხლსასროლი იარაღები,ნაწილები ან იარაღის აქსესუარები. თუთუნი,ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პროდუქცია ან მცენარეები,ან მათი თესლი. ცხოველების ფიტულები,ძვლები,ბეწვი,სპილოს ძვალი და ა.შ. რეალური ფული-მონეტები ან ბანკნოტები. სუნამო.   დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულებზე
    ბმული 1      ბმული 2     ბმული3

    7.2 მომხმარებლის მიერ, აკრძალული პროდუქციის გადაგზავნის შემთხვევაში ,კომპანია GBEXPRESS პასუხს არ აგებს საბაჟო სამსახურის მიერ განხორციელებულ შესაბამის ქმედებებზე,

    7.3 თუ მომხმარებელი აკრძალულ პროდუქციას მაინც გადაგზავნის კომპანია ჩვენს მისამართზე, ლონდონში, კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას უკან გადაუგზავნოს აკრძალული გზავნილი ონლაინ-მაღაზიას ან ფიზიკურ პირს, რომელმაც გზავნილი გამოაგზავნა. ზემოხსენებული დარღვევის შემთხვევაში მომხმარებელს შეუწყდება მომსახურება და დაჯარიმდება £200 ფუნტ სტერლინგით ექვივალენტი ლარში