ავტორიზაცია
     
    კომპანია „GBexpress“-ი წარმოადგენს ბრიტანეთის კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია უფრო მეტად სწრაფი გახადოს მომსახურება ონლაინ შოპინგის დროს, GBexpress-ი ეს არის ყველაზე სწრაფი გზავნილების კომპანია საქართველოში, ამანათების მიღება გაგზავნა ექსპრეს სერვისით ყოველდღე და მიიღეთ კუთვნილი ამანათი 2 დღეში.

    ისარგებლოთ GBexpress-ს სერვისით ეს ნიშნავს თქვენ სარგებლობთ მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერვისით რომელსაც თქვენთვის ასრულებს კომპანია ,, UPS "-ი

    მეტი სისწრაფის საშუალებას ასევე იძლევა დღევანდელი IT სერვისები. აქედან გამომდინარე კომპანია ეტაპობრივად აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან რათა მოახდინოს მათი ვებ გვერდების ინტეგრირება თავის საიტთან, იმ მიზნით რომ მომხმარებელმა შეძენილი ამანათები ინგლისის მისამართზე მიიღოს კიდევ უფრო სწრაფად, შემდეგი დღის სერვისით.

    GBexpress სერვისის გამოყენებით მომხმარებელი არ ხარჯავს დროს ჩვენთან მოსვლაში, ჩვენი კურიერი თავად მიდის მომხმარებელთან, ამანათის ჩამოსვლამდე ჩვენ უკვე დაგეგმიმლი გვაქვს თქვენთვის დავხარჯოთ იმდენი დრო რომ გზავნილი კომფორტულად და დროულად მოგაწოდოთ.მართალია, ფასები განსხვვებულია ,მაგრამ შეუდარებელია სისწრაფეც და მომსახურების ხარისხიც, რომელსაც ანხორციელებენ GBexpress-ი და საქართველოში UPS-სის ავტორიზებულ კომპანია ,,მერიდიან ექსპრესი,,

    ჩვენი სერვისით მომხმარებელი ზოგავს დროს, რადგან მას საკუთარი გზავნილი მიეწოდება ნებისმიერ მითითებულ მისამართზე და ამავდროულად სერვისი იმდენად სწრაფია, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტში დილით შემოსული ამანათი პროცედურებს გადის უსწრაფესად და იმავე დღეს რამოდენიმე საათის შემდეგ კურიერი აეროპორტიდან პირდაპირ მიდის მომხმარებლის მისამართზე

    GBexpress-ი საიმედოდ და დაცულად ანხორციელებს მომხმარებელის მიერ ჩვენი მომსახურების საფასურის გადახდას, რაშიც ხელს გვიწყობს ჩვენი პარტნიორი ბანკი, მსოფლიოში ერთ-ერთი დიდი ბანკი როგორიცაა UK Barclays Bank. ასევე თქვენ შეგიძლიათ ისარგებოთ გადახდის ისეთი სხვადასხვა სისტემით რომლის ანალოგი ჯერ-ჯერობით საქართველოში არაა ხოლო დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა ყოველდრიურად იყენებს მსგავს სერვის და მომსახურებას.

    GBexpress-ი გთავაზობთ Barclays Bank-თან ერთად, გადაიხადოთ ვებ გვერდზე თქვენი პროფილიდან, ელექტრონულ ფოსტაზე გადმოგზავნილი ლინკის მეშვეობით ან დაუკავშირდებით ჩვენს ოპერატორს. ოპერატორი შესაბამისი ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ მოახდენს წარმატებულ ტრანზაგციას.

    ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ express სერვისზე და ვიზრუნეთ მომხმარებლის კომფორტზეც. ეს ნიშნავს რომ  გზავნილები იგზავნება  ყოველდღე და გამოგზავნიდან 2 დღეში, სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ კუთვნილ ამანათს. 
     
    GBexpress -  ყველაზე სწრაფი სერვისი დიდი ბრიტანეთიდან.