კომპანია GBEXPRESS გთავაზობთ უსწრაფეს ალტერნატივას ონლაინ შესყიდვების მიწოდებისთვის, რაც შემდეგში მდგომარეობს:
1) GBEXPRESS ბრიტანეთიდან ყოველ სამუშაო დღეს გზავნის ონლაინ მაღაზიებიდან შემოსულ ამანათებს, რომლებიც მისამართზე შემოვა 9.00 დან 15.00 სთ-მდე.
2) ჩვენ არ ველოდებით საავიაციო რეისებზე ადგილებს, თუ როდის ჩაიტვირთება ჩვენი გზავნილები, ისე როგორც ეს ხდება ევროპიდან თუ USA-დან სხვადასხვა კომპანიებისშემთხვევაში. კომპანია UPS-ის მომსახურების გამოყენებით გვეძლევა საშუალება, რომ მოგემსახუროთ უსწრაფესად და კომფორტულად, UPS-ის სწრაფი მომსახურებითსარგებლობისას, ამანათი შეუფერხებლად იგზავნება და უმეტეს შემთხვეაში მომხმარებელი მას საქართველოში 2 სამუშაო დღეში ღებულობს. გამოგზავნის დროს მომხმარებელსეგზავნება ბმული UPS-ის თრექინგის ნომრის შესახებ, როგორც ელექტრონული ფოსტით ისე SMS-ით (მოკლე ტექსტური შეტყობინება), რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი ხედავსთუ როგორ მოძრაობს გზავნილი ჩამოსვლამდე და რა დროს სად მდებარეობს.
3) იმ შემთხვევაში გზავნილის ჩაბარების პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება მიმღების მიზეზის ან ფორს-მაჟორული სიტუაციის გამო, კურიერი განმეორებით 2-ჯერშეეცდება მიმღებისთვის გზავნილის გადაცემას. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მომხმარებელს, გზავნილის თბილისში ჩამოსვლამდე შეუძლია შეცვალოს გზავნილის მიღებისმისამართი. თუ მომხმარებელი მისამართს შეცვლის დაგვიანებით, მაშინ გზავნილის ჩაბარება მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. ერთიდაიგივე ამანათის ერთ დღეში ორ სხვადასხვამისამართზე მიტანა არ ხორციელდება. ერთ კილოგრამზე მეტი ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება არ ექვემდებარება დამრგვალებას და გადაიხდება სრული სიზუსტით.50კგდა მეტი წონის ამანათის ტრანსპორტირების საფასურზე ხორციელდება ფასდაკლება შეთანხმებით.
4) თუ თქვენი ამანათის ღირებულება იქნება 50£-მდე, ასეთ შემთხვევაში თქვენი ამანათი ავტომატურად დაზღვეულია.
5. თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემა ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაცისას ან ვერ ახერხებთ შეკვეთას, ჩვენი კონსულტანტი გაგიწევთ დახმარებას.
6) ჩვენ ვთანამშრომლობთ შპს ”მერიდიან ექსპრესთან,, UPS-ის ავტორიზებულ კონტრაქტორ კომპანიასთან საქართველოში, რომლის მეშვეობით, ჩვენ შეგვიძლია ამანათებისმიწოდება მის მომსახურების ზონაში არსებულ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
7) ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დავეხმაროთ მომხმარებლებს და თუ თქვენ ვერ შეძლებთ სასურველი ნივთის სასურველ ფასში მოძიებას, ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ.